პლატფორმა chama, რომელიც რესტორნებისთვის ციფრულ მენიუს, დინამიკური ფასის ცვლილების მეთოდოლოგიით შექმნის, ბაზარზე, სავარაუდოდ, დეკემბერში გამოჩნდება. ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა თორნიკე გაგუამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, მომხმარებლები ბოლო წლების განმავლობაში, უფრო და უფრო ეჩვევევიან დინამიკურ ფასის ცვლილებას სხვადასხვა ინდუსტრიაში და ახლა არის იდეალური დრო, რომ აღნიშნული მეთოდი სარესტორნე ინდუსტრიაშიც დაინერგოს.
"chama რესტორნებს დატვირთულობის ოპტიმიზაციაში და მოგების მაქსიმიზაციაში ეხმარება. ციფრულ მენიუებში ფასები იცვლება რეალურ დროში დატვირთულობიდან გამომდინარე. ეს ასევე, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას რესტორნისგან მიიღოს სერვისი ადეკვატურ და მისთვის მისაღებ ღირებულებად.
სარესტორნე სფეროში ფასების ცვლილება დანერგილი არ არის. რესტორნები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილები ამ ცვლილების მიმართ, რადგან დაუტვირთავ საათებში რესტორანი ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შეძლებს შევსებას. მეორე მხრივ, მომხმარებლებიც კმაყოფილები იქნებიან, რადგან საათებიდან გამომდინარე შეძლებენ ადეკვატური და რეალური ფასი მიიღონ.
საწყის ეტაპზე თბილისს მოვიცავთ, თუმცა შემდეგ რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ბათუმის და ქუთაისის ბაზარიც", - აცხადებს თორნიკე გაგუა.
მომავალში კი კომპანია chama აღმოსავლეთ და შუა ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.