logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შემოსავლების სამსახურის 2025-2030 წლების სტრატეგია 4 ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს - დეტალები

შემოსავლების სამსახურმა 2025-2030 წლების სტრატეგია დაამტკიცა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესს საშუალება აქვს აღნიშნული სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების, თუ პროექტის როგორც შემუშავებაში, ისე ცვლილებაში ჩაერთოს. 

"შემოსავლების სამსახურის 2025-2030 წლების სტრატეგიის დოკუმენტი 4 ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს. ერთ-ერთი ძირითად მიზნად განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ციფრული ტრანსფორმაცია და ამ გზის კანონშესაბამისობის ხელშეწყობა. ამ მიზნის ქვეშ სამსახურმა გააერთიანა 9 ძირითადი ამოცანა, მათ შორის, საგადასახადო რისკების მართვის პროცესის გაძლიერება, საბაჟო რისკების მართვის სისტემის განვითარება. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური 2030 წლისთვის თითქმის სრულად იყოს ინტეგრირებული ბიზნესის, გადასახადის გადამხდელის შიდა ბიზნეს სისტემაში, რაც გულისხმობს მათ აღრიცხვის სისტემებთან პირდაპირ კავშირს და ამ გზით რეალურ დროში რისკების მართვას. ასევე,  მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მსხვილ გადამხდელი ბიზნესის ადმინისტრირების გაუმჯობესება", - აცხადებს ზაზა თაბაგარი.

ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სტრატეგიის დოკუმენტის ნახვა დაინტერესებულ პირებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე შეუძლიათ. 

გამოგვყევით