logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი" - დავითაშვილი

"უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი" - დავითაშვილი

1712150254

"უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე, ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტენდენციებით საქართველო კვლავ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის.

"2021–22 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2023 წელსაც საქართველომ შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. თუმცა, გასული წელი სხვა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებითაც იყო გამორჩეული: უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი; საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე; პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 17.8%-ით გადააჭარბა; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა შეადგინა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ, სტაბილურად გაგრძელდება.

გამოგვყევით