logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, დასრულდა 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - პრემიერის ანგარიში

2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, დასრულდა 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - პრემიერის ანგარიში

1748933345

2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, დასრულდა 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით − 70 მგვტ. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს  წარედგინა. 

დოკუმენტის მიხედვით, გრძელდება მუშაობა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით:

  • „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარეობდა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები. პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს და ამ ეტაპზე დასრულებულია.

  • 500 კვ ეგხ-ის ლაჯანური-წყალტუბო და 220კვ ეგხ-ის ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი დეტალური პროექტი. დასრულების ეტაპზეა 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ის ნამახვანი-წყალტუბო და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური პროექტი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წელს;

  • მიმდინარეობდა გურიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი; რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში,მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები 220/110 კვ ოზურგეთის ქვესადგურზე;

  • საანგარიშო პერიოდში, დასრულდა 500 კვ წყალტუბო-ახალციხე და 400 კვ ახალციხეთორთუმი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირების სამუშაოები და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები;

  • მიმდინარეობდა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი-თელავი“ პროექტის შემუშავება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე;

  • 2024 წლის მაისში, ხელი მოეწერა არსებული 220/110/10 კვ წყალტუბოს ქვესადგურის გადამრთველის გაფართოებას 220 კვ ფრთით პროექტის ხელშეკრულებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა დეტალურ პროექტზე;

  • 2024 წლის ბოლოს დასრულდა 500 კვ ქვესადგური წყალტუბოს სამშენებლო სამუშაოებიდა მოეწყო წყალტუბოში არსებული და ახალი ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი (დაახლოებით 800 მ სიგრძის) და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ, დაგეგმილია 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბოს მშენებლობის დაწყება.

გამოგვყევით