logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველო: 2025 წლის მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისიის დასკვნითი განაცხადი

საქართველო: 2025 წლის მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისიის დასკვნითი განაცხადი

1749058469

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დასკვნითი განაცხადი, წევრ ქვეყანაში სსფ-ს თანამშრომელთა ვიზიტის (მისიის) დასასრულს გასაჯაროებულ წინასწარ მიგნებებს წარმოადგენს. ეს მისია, რეგულარული, (ჩვეულებრივ ყოველწლიური), კონსულტაციების ფარგლებში შესრულდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების IV მუხლითაა გათვალისწინებული და სსფ-ის რესურსების გამოყენების (სსფ-სგან სესხის აღების) მოთხოვნის, სსფ-ს თანამშრომელთა მიერ ქვეყნის პროგრამის მონიტორინგის ან ქვეყნის ეკონომიკაზე დაკვირვებისთვის არის აუცილებელი.

ქვეყნის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა ამ განაცხადის გამოქვეყნებაზე. ამ განაცხადში წარმოდგენილი მოსაზრებები ეკუთვნის სსფ-ს თანამშრომელბს, და შესაძლოა, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს არ გამოხატავდეს. მისიის წინასწარი მიგნებების საფუძველზე წერილობითი ანგარიში მომზადადება, რომელიც, სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის წარედგინება.

თბილისი: 2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ ბატონი ალეჰანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან 2025 წლის ‘მეოთხე მუხლით’ გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაჟდენბერგმა განაცხადა შემდეგი:

„საქართველოს ეკონომიკა სანაქებოდ მედეგია მაღალი საშინაო და გეოპოლიტიკური გაურკვევლობების მიუხედავად. 2024 წელს ეკონომიკა თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა. წელს 7.2 პროცენტ ზრდას ველით. შემდგომ წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი თავის გრძელვადიან ტრენდს: 5 პროცენტს დაუახლოვდება. ინფლაციამ მოიმატა, მაგრამ კვლავ სამიზნე 3 პროცენტთან ახლოსაა. პარალელურად, ქვეყნის საგარეო ვალუტის რეზერვი შეივსო და გაუმჯობესდა შარშანდელ დაბალ მაჩვენებლთან შედარებით. ფისკალური დისციპლინის წყალობით სახელმწიფო ვალი შემცირდა. თუმცა, ეკონომიკა კვლავ მაღალი რისკების წინაშეა, და გამოწვევები არსებობს მაღალი სტრუქტურული უმუშევრობის და შემოსავლის უთანასწორობის გამო. ამ კონტექსტში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტი უნდა იყოს დამატებით რეზერვების ბუფერების შექმნა, ფინანსური სექტორის მიმართ შესაძლო რისკების მონიტორინგის პარალელურად. საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. სამომავლო ფისკალური რეფორმები მიზანია: დამატებითი შემოსავლის მობილიზება განვითარების პრიორიტეტების დასაფინანსებლად, ხარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესება და ფისკალურ რისკების შემცირება. სტრუქტურული რეფორმები უნდა მიემართოს ძლიერი ზრდის შენარჩუნებაზე და ზრდის ინკლუზიურობის ზრდაზე, მათ შორის, სამუშაო ბაზარზე შესაძლებლობების და შედეგების გაუმჯობესებაზე”.


ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივა და რისკები

შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა. რეალური მშპ 2024 წელს 9.4 პროცენტით გაიზარდა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად. ზრდის მამოძრაველები ფაქტორი მოხმარება იყო. წინა წლების ზრდაში კი მთავარი წვლილი ინვესტიციებმა და წმინდა ექსპორტმა შეიტანეს. ტურიზმი აღდგა და თავის კოვიდამდე მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სატრანსპორტო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მამოძრავებლები იყვნენ. ეს სექტორები სარგებლობდნენ მიგრანტების მაღალ პროფესიული ცოდნით და მომატებული სატრანზიტო ვაჭრობით. უმუშევრობა კლებას განაგრძობდა, თუმცა კვლავ მაღალი რჩება. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირებული ზრდის მაღალი მაჩვენებელი მიგვანიშნებს რომ წელს ზრდა 7.2 პროცენტი იქნება, ხოლო შემდგომ 5 პროცენტიან საშუალოვადიანი ზრდის მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც ორ წელზე მეტი სამიზნე მაჩვენებელს ქვევით ნარჩუნდებოდა. ინფლაცია 2023 და 2024 წლებში საშუალოდ 1.8 პროცენტი იყო, მაგრამ 2025 წლის მაისში წლიურ 3.5 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ძირითადად საკვების ფასებამ გამოიწვია. ამასთან, საბაზო ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთს 2024 წლის მაისიდან 8 პროცენტზე უცვლელად ინარჩუნებს. ინფლაციის პროგნოზი 2025 წელს საშუალოდ 3.4 პროცენტია. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2026 წელს დაუახლოვდება, ადგილობრივი მოთხოვნის შემსუბუქებასთან ერთად.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 წელს მშპ-ს 4.4 პროცენტამდე შემცირდა. 2025 წლისთვისაც იგივე მაჩვენებელს ველით. რეზერვების დონე საკმარისზე დაბალია. 2024 წელს მიმიდინარე ანგარიშის დეფიციტი დაბალი იმპორტის გამო შემცირდა, რაც ნაწილობრივ ნავთობის დაბალმა ფასმა განაპირობა. მეორე წელიწადია რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება ვიხილეთ, რაც დიდი, ახალი პროექტების არქონას ასახავს. მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის აგვისტოში 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის აპრილში 4.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სსფ-ს რეზერვების ადეკვატურობის საზომის (ARA) მაჩვენებლის 80 პროცენტს შეესაბამება. ბოლო პერიოდში დადებითმა სავალუტო შემოდინებებმა საქართველოს ეროვნული ბანკს საშუალება მისცა დაეკომპენსირებინა ვალუტის გაყიდვები, რაც წინა წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ განახორციელა.

ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წელს მშპ-ს 2.4 პროცენტზე შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საარჩევნო წელი იყო. 2025 წელსაც ბიუჯეტის დეფიციტის იგივე მაჩვენებელს ველით. მძლავრი საგადასახადო შემოსავლები - რაც ეკონომიკის ძლიერი ზრდით, ფინანსურ და აზარტის სექტორებში საგადასახადო პოლიტიკის ზომების გატარებით და შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებით იყო განპირობებული - სოციალური და კაპიტალური ხარჯების დაფინანსების ზრდას მოეხმარა. ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი 2.5 პროცენტიანი დეფიციტის მიღწევა რეალისტურია. საჯარო ვალი პანდემიამდელ დონემდე შემცირდა და მშპ-ს 36 პროცენტი შეადგინა; ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი გაზრდილია. 500 მილიონ დოლარიანი ევროობლიგაციის ვადა 2026 წლის აპრილში გადის. მის მარტივად რეფინანსებას ველით.

ძალიან მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, ეკონომიკის პერსპექტივის მიმართ რისკები, მეტწილად, დაბალანსებულია

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების პირდაპირი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე შეზღუდულია, რადგან აშშ-ში საქართველოს ექსპორტის მხოლოდ 2 პროცენტი გადის და ძირითადად ფეროშენადნობს წარმოადგენს, რაც თავისმხრივ, ტარიფით არ იბეგრება. თუმცა, გლობალური სავაჭრო დაძაბულობის მეორადი ეფექტი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს: მაგალითად: ინვესტორთა ნდობის შემცირება და სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების ზრდის ტემპის შენელება რისკების წინაშე აყენებს საქართველოს, მაგრამ ამავდროულად საქართველომ შეიძლება სარგებელი ნახოს დაბალი ნავთობის ფასების და სატრანზიტო მიმართულებების ცვლის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე გაზრდილი სავაჭრო ნაკადებით. უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, შეიძლება მიგრაციის და ტრანზიტული ვაჭრობის მოცულობა საქართველოს ტერიტორიზე შემცირდეს, მაგრამ რეგიონის სტაბილურობის ზრდა და უკრაინის აღდგენა შეიძლება მაკომპენსირებელი დადებითი ფაქტორები იყოს. განგრძობითმა საშინაო პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და სანქციებმა, რაც გავლენას ახდენენ საქართველოზე, შეიძლება შეამციროს პირდაპირი ინვესტიციები, ტურიზმი და შეასუსტოს ლარი. ბიუჯეტის და ფინანსური სექტორის ჯანსაღი ბუფერები ამ რისკებს ამცირებს.

მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსი

ეროვნულმა ბანკმა ფართოდ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკის ნეიტრალური პოზიცია, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოს ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების და დასაქმების ზრდამ იკლო, ბიზნესის ნდობა შესუსტდა, გლობალური გაურკვევლობა სიფრთხილის საჭიროებას გვკარნახობს პოლიტიკის განაკვეთის შემდეგი შემცირების განხილვისას, განსაკუთრებით იმის გათვალისიწნებით, რომ საკვების ადგილობრივი ფასის ბოლოდროინდელი ზრდა, შესაძლოა, დროებითი არ იყოს. თუ ინფლაციური წნეხი გაგრძელდა, შეიძლება მონეტარული პოლიკლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო.

გაცვლითი კურსის მოქნილობა, რეზერვების შეძლებისდაგვარი დაგროვება და მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს. რეზერვების ბუფერების აღდგენის მცდელობები უნდა გაგრძელდეს; გაცვლითმა კურსმა შოკის შემწოვის ფუნქცია უნდა შესრულოს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გაგრძელოს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის, ეფექტურობის, გამჭვირვალობის და სანდოობის გაძლიერება. მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის მიერ განმარტებით თუ როგორ გავლენას ახდენს არსებული რისკთა ბალანსის პოლიტიკის გადაწყვეტილებაზე.

ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. საბჭოში ვაკანსიების შევსება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: (i) უზრუნველყოს საბჭოში არა-აღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა (ii) განისაზღვროს ლიმიტი მთავრობისთვის დისკრეციულ ტრანსფერებზე და (iiiა) ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდირებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა.

ფისკალური პოლიტიკა

სახელმწიფო ვალის მდგრად მაჩვენებელზეა და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალური პოლიტიკის პოზიციის შენარჩუნება გამართლებულია.

ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 2.3-2.5 პროცენტიანი დეფიციტი ვალის დღეს არსებულ დონეზე შენარჩუნებას შესაძლებელს ხდის. შიდა ვალის წილის მატება ფრთხილად უნდა მოხდეს, ისე რომ კერძო სექტორის ბაზარზე შევიწროვებას მოვერიდოთ. პარალელურად უნდა ხდებოდეს სესხების ღირებულებების და რისკების მონიტორინგი, სახელმწიფო და საბანკო ურთიერთობების მატების ფონზე. უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საჭიროა დამატებითი საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრაციის რეფორმების გატარება, რომლებიც საგადასახადო ბაზის გაფართოებას და საგადასახადო ხარჯების შემცირებას დაეხმარება. საჭიროა ძლიერი საშუალოვადიანი შემოსავლების სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს შემოსავლების მობილიზირებას ხარჯვის პრიორიტეტებისთვის.

ხარჯების ეფექტიანობის და საჯარო ინვესტიციების მმართველობის გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არსებობს. დიდი საჯარო ინვესტიციების განხორციელების მიუხედავად, ინფრასტრუქტურის ხარისხი ბევრ განვითარებად ბაზრებთან შედარებით დაბალია, რაც ხაზს უსვამს PIM პროცესების უფრო ეფექტური განხორციელების საჭიროებას, ბოლო წლებში მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე. შესაძლებელია ეფექტურობის მატება განათლებასა და ჯან დაცვაზე გაწეულ ხარჯებში, ისე რომ იგივე ხარჯით, უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. შესაძლებელია გამოსადეგი იყოს ხარჯების ეფექტიანობის ანალიზი. სოციალური დახმარება დაბალი არ არის, მაგრამ მიზნობრიობა შეიძლება გაუმჯობესდეს და პრიორიტეტი მიენიჭოს ყველაზე მოწყვლად ოჯახებს.

ფისკალური რისკების მმართველობისა და ფისკალური გამჭირვალობის ზრდისთვის მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ ზედამხედველობაში ფინანსთა სამინისტროს როლის გაზრდის მიმართულებით. ამ მუხტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა და განცალკევდეს სახელმწიფოს როგორც მეწილის, რეგულატორის და პოლიტიკის შემქმნელის ფუნქციები სახელმწიფო საწარმოებში, ენერგეტიკის სექტორის გარდა, სადაც ეს უკვე განხორციელდა. ამასთან, სახელმწიფო საწარმოებში კორპორატიული მმართველობა უნდა დაიხვეწოს. სახელმწიფო საწარმოების ფისკალურ ანგარიშგებაში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებულ, არასაბაზრო, სახელმწიფო საწარმოებს, რომელთა საქმიანობას მაღალი ფისკალური რისკები ახლავს.

ფინანსური სექტორი

მუდმივი სიფრთხილე და რეფორმები დაეხმარება ფინანსური სექტორის წინაშე არსებული ძველი და ახალი რისკების გადაჭრაში. საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია. სსფ-ს 2021 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციების განხორციელება თითქმის დასრულებულია. მომავალში ძირითადი პრიორიტეტებია ფინანსური ჯგუფების გაერთიანებული ზედამხედველობის - განსაკუთრებით არასაბანკო ქვედანაყოფების და საერთაშორისო საქმიანობების, სრულფასოვანი საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედება და ფინანსური მომსახურების სფეროში კონკურენციის გაუმჯობესება. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს თავისი ხანგრძლივი დედოლარიზაციის პოლიტიკის განხორციელებას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. ეხლახანს არაჰედჯირებული მსესხებლისთვის სავალუტო სესხის შეზღუდვის ზღვარი 750,000 ლარამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, არაჰედჯირებული უცხოური ვალუტის საბანკო სესხების წილი ჯერ კიდევ მაღალია, ხოლო დეპოზიტების დედოლარიზაციის ტენდენცია შეწყდა პოლიტიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე. ბანკებმა - განსაკუთრებით პატარა ბანკებმა - ლარზე ხელმისაწვდომობის წნეხი განიცადეს, დაფინანსების ღირებულება გაიზარდა, რაც შესაძლოა მათ მომგებიანობაზე აისახოს. სამომხმარებლო სესხები სწრაფად გაიზარდა, ხოლო რისკიანი არასაბანკო დაფინანსება - მათ შორის უძრავი ქონების დეველოპერების მიერ მიერ უცხოური ვალუტის ობლიგაციების გამოშვება - მნიშვნელოვნად გაიზარდა. არცერთი რისკი ამ ეტაპზე სისტემურად არ შეფასებულა, მაგრამ მუდმივი ახლო მონიტორინგი აუცილებელია.

სტრუქტურული რეფორმები საჭიროა მაღალი ზრდის შესანარჩუნებლად, ზრდის მეტი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ეკონომიკის პოტენციურ ზრდას აფერხებს სტრუქტურულად მაღალი, გრძელვადიანი და ახალგაზრდათა უმუშევრობა, განათლებულობის დაბალი მაჩვენებლი, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორებში ინფრასტრუქტურული შეზღუდვები; სექტორების, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, დაბალი პროდუქტიულობა. მოსახლეობის დაბერება, გარე მიგრაცია, არაფორმალური დასაქმება და შემოსავლების უთანასწორობა დასაქმების ბაზარის გამოწვევაა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამების დახვეწა, მასწავლებელთა უნარების გაუმჯობესება და პროფესიული საკვალიფიკაციო სწავლების გაფართოება გაზრდის სოფლად სამუშაო ძალის ეკონომიკაში მონაწილეობას და დასაქმებულების ფორმალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები და დაბრუნებული მიგრანტების ცოდნა პროდუქტიულ ინვესტიციებად უნდა გარდაიქმნას. ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტიციები, ასევე რეგიონული პარტნიორებთან საფასურების და პროცედურების ჰარმონიზება ხელს შეწუყობს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას. და ბოლოს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაანამტკიცოს ანტიკორუფციული ბიუროს ავტონომია.

მისიის წევრები მადლობას უხდიან საქართველოს ხელისუფლებას და სხვა რესპონდენტებს მჭირდო თანამშრომლობისთვის, გულახდილი და ინფორმატიული დისკუსიებისთვის, მასპინძლობისთვის.

გამოგვყევით