დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.
ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან - 2024 წლამდე, ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე.
2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია ალფა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.