logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ინგა ფხალაძე: გეგმაშია, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი კაბელი უკვე 2032 წელს ექნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განცხადებით, 2027 წელს იგეგმება შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური შესწავლა, რის შემდეგაც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მომზადდება სატენდერო მასალები. 

"შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და შეირჩევა გამარჯვებული. გეგმაშია, რომ 2032 წლისთვის, საქართველო - რუმინეთს უკვე ექნება დამაკავშირებელი კაბელი. საქართველოს ევროპასთან ექნება ენერგეტიკული კავშირი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე იქნება გაყვანილი", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ "ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში" შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საუბრისას. 

მისი თქმით, კაბელის გამტარიანობა 1 300 მეგავატია. 

მინისტრის მოადგილემ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზეა ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჰესების მშენებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

"ქვეყანა თვითკმარი მაშინ არის, როდესაც იმდენი ელექტროენერგია გაქვს, რომ არ ხარ დამოკიდებული მეზობელი ქვეყნების იმპორტზე და პირიქით, შესაძლებლობა გაქვს, წარმოებული ენერგია დაინტერესებულ ქვეყნებს მიაწოდო. აქვე კი, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა ძალიან ინტენსიურად განიხილავს სტრატეგიული ჰესების მშენებლობას", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. 

მან ყურადღება გაამახვილა ქარისა და მზის სადგურების მშენებლობაზეც და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვები, რომლებიც სამომავლოდ პროექტებად გარდაიქმნება. 

"ეს ელექტროენერგია აბსოლუტურად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველოშიც მოვიხმაროთ ჩვენი საჭიროებისთვის ენერგია და იმპორტზე დამოკიდებულება თითქმის გავანულოთ", - განაცხადა ინგა ფხალაძემ. 

გამოგვყევით