logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ლევან ვეფხვაძე: განათლების რეფორმა ცვლის მთელ ფილოსოფიას, რაც აქამდე იყო ამ სისტემაში

„განათლების  ახალი  რეფორმა ცვლის მთელ ფილოსოფიას რაც აქამდე იყო განათლების სისტემაში.“ - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

„ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ ჩავატარეთ კვლევა აბიტურიენტებში და მათ 80% აპირებდა იურიდიულზე, ბიზნეს ადმინისტრირებასა და სამედიცინო მიმართულებაზე სწავლას, მაშინ როცა შრომის ბაზარზე მოთხოვნა აბსოლუტურად განსხვავებულია.

ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთან სწორედ ამ კვალოიფიკაციებთან დაკავშირებით. უნდა იცოდეს სახელმწიფომ, უნივერსიტეტმა მისი კურსდამთავრებული სად და როგორ დასაქმდება. ეს თუ იცის, შეეცდება ისეთი სპეციალობები შესთავაზოს, სადაც დარწმუნებული იქნება რომ მისი კურსდამთავრებული დასაქმდება. თქვენ რომ ნახოთ თანამედროვე უნივერსიტეტების რეიტინგები, რაც უფრო მაღალია კურსდამთავრებულების დასაქმების კოეფიციენტი, მით უფრო ძვირია ამ უნივერსიტეტში სწავლა. ეს მიდგომა ჩვენთან აქამდე არ იყო.სახელმწიფო აფინანსებდა სტუდენტს, მოთხოვნა ჰქონდათ გარკვეულ პროფესიებზე, მერე რა მოსდიოდათ ამ სტუდენტებს ამაზე კვლევაც კი არ გვაქვს ნორმალური. ბევრი პროფესიას იცვლიდა, კვალიფიკაციის, “-აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

მისი თქმით, უმაღლეს განათლებაში 3+1 მიდგომა ბაზარზე გააჩენს მეტ სამუშაო ძალას.

„ამ მხრივ სწორია რაც ხდება. ასევე მთავარია, ჩვენ არ წავიდეთ იმავე ხაფანგში და იგივე პრობლემის წინაშე არ დავდგეთ, რომ თითქოს მთავარი არის რამდენი დიპლომირებული გვეყოლება. დღეს დიპლომებს აღარც უყურებს კერძო სექტორი, წლების წინ მოლარეს სთხოვდნენ ასპირანტურის დამთავრებას. PHD დიპლომს და ასე შემდეგ. დღეს დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა, იმდენად შიმშილია სამუშაო ბაზარზე. სწავლების ხარისხი უნდა იყოს ადეკვატური დამსაქმებლების მოთხოვნის. თუ ჩვენ ვტრიალდებით ბიზნესისკენ დარწმუნებული ვარ ხარისხზე უკვე უნივერსიტეტები იქნებიან ორიენტირებულები.“-აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესის სურვილია, რომ უნივერსიტეტებს შეფასების ერთგვარ კრიტერიუმად, კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი დაუდგინდეს. 

შეგახსენებთ, მთავრობა ზოგადი განათლების რეფორმას გეგმავს.

გამოგვყევით