logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

მეორე CFD აუქციონში 146 განაცხადი შევიდა, რაც პირველთან შედარებით ორჯერ მეტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აუქციონის კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, პირველ რიგში, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც გამარჯვებული წინადადებები გამოვლინდება.

„სიმძლავრის აუქციონის კომისიამ მიიღო 146 დახურული კონვერტი, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ აუქციონთან შედარებით, კონკურენცია ორჯერ მეტია. თითოეული განაცხადი წარმოდგენილია დახურული კონვერტის სახით. კომისია პირველ რიგში დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდეგაც, მედიანურ ტარიფს ქვემოთ გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი.

სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ. - ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.;  მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

გამოგვყევით