logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

1 აშშ დოლარი 2.8646 ლარი ღირს

1 აშშ დოლარი 2.8646 ლარი ღირს

1718111342

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8646 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8490 ლარი იყო.  დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0156 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0763 ლარია.  დღეს მოქმედი კურსი 3.0584 ლარს შეადგენდა.  ევროს ცვლილებამ 0.0179 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს აშშ დოლარი მიაწოდასებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში სებ-მა წელს ბაზარს  168.7 მილიონი დოლარი მიაწოდა.  კერძოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა. 28 მაისს სებ-მა სავალუტო აუქციონზე ისევ 60 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა,  48.7 მილიონი დოლარი გაყიდა.

ჯამში, მაისიდან დღემდე, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.

გამოგვყევით