ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს.
სებ-ის ინფორმაციით, 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 60 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მოკლევადიანია და არ არის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული.