logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $48.7 მლნ გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს აშშ დოლარი მიაწოდა.

2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829  შეადგინა.

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. მაშინ მარეგულირებელმა ეს გადაწყევტილება  ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებით ახსნა. 

გამოგვყევით