logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

23 მარტს, ლონდონის ბირჟაზე TOP 100-ში შემავალი კომპანიების სია ოფიციალურად განახლდა

23 მარტს, ლონდონის ბირჟაზე TOP 100-ში შემავალი კომპანიების სია ოფიციალურად განახლდა

1774335660

ლონდონის ბირჟაზე ტოპ 100-ში შემავალი კომპანიების სია ოფიციალურად განახლდა.

საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდა, ხოლო ცვლილება ძალაში დღეს, 23 მარტს შევიდა.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

ინფორმაციისთვის, Lion Finance Group- ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა

გამოგვყევით