სებ-ში, პირველი აგვისტოსთვის ბანკების 5.588 მლრდ ლარის დეპოზიტებია (01.08.2023 - ₾ 5.8 მლრდ), საიდანაც 4.3 მლრდ ლარის სავალდებულო რეზერვებია (01.08.2023 - ₾4.8 მლრდ).
ToP -7 ბანკი, ფულადი სახსრებით სებ-ში მლრდ ₾
საქართველოს ბანკი | 2.099.8 | |||
თიბისი | 1.824.0 | |||
ბაზისბანკი | 0.273 | |||
ქართუ | 0.233 | |||
პროკრედიტ ბანკი | 0.195 | |||
ლიბერთი | 0.109 | |||
ტერა ბანკი | 0.105 |
უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, სებ-ის საზედამხედველო ნორმებით, სარეზერვო მოთხოვნა 20% -ია. დარეზერვება ბანკებს დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის მიხედვით მოეთხოვება. ბანკს, დოლარიზაციის 70% და მეტ კოეფიციენტზე, ზედა ზღვრის დაჭერა უწევს. 40-70% შუალედში კი პროპორციულად, წრფივად კლებულობს.
სავალდებულო რეზერვები ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მოეთხოვება.
ანალოგიური მოთხოვნა მოქმედებს კაპიტალზე. დოლარიზებულ საკრედიტო პორტფელზე უფრო მაღალია და მინიმალურია 40%-მდე დოლარიზებულზე, რისკის წონა 40%-ს უტოლდება. ყოველ დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება.