ბანკების აქტივები მარტში 1 მილიარდით 81 მლრდ ლარამდე გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15- საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
სებ-ის სტატისტიკურ ანგარიშგებაში, ბაზარზე ახლად შესული ციფრული ბანკებიდან, პეისერასთან ერთად უკვე მონაწილეობს "პეივიც", 5.6 მლნ ლარამდე აქტივით. სისტემაში ჯერ არ არის "ჰეში". თუმცა სამივე, სატესტო რეჟიმში ყოფნის სტატუსს ინარჩუნებს.
Q1/2024- ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 12.1 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15 პროცენტია.
| Q1/2024 | 2m/2024 | ||
| 1 | საქართველოს ბანკი | 31 309 830 | 30 642 243 |
| 2 | თიბისი ბანკი | 31 252 500 | 30 019 394 |
| 3 | ლიბერთი ბანკი | 4 290 765 | 4 138 686 |
| 4 | ბაზის ბანკი | 3 442 109 | 3 472 191 |
| 5 | კრედო ბანკი | 2 509 826 | 2 511 327 |
| 6 | ქართუ ბანკი | 1 885 779 | 1 906 875 |
| 7 | პროკრედიტ ბანკი | 1 839 732 | 1 796 530 |
| 8 | ტერა ბანკი | 1 702 818 | 1 678 191 |
| 9 | ხალიკ ბანკი | 869 241 | 871 053 |
| 10 | პაშაბანკი | 525 722 | 517 471 |
| 11 | იშ ბანკ | 484 734 | 463 767 |
| 12 | ვითიბი | 454 707 | 452 039 |
| 13 | ზირაათ ბანკი | 220 945 | 204 331 |
| 14 | სილქ ბანკი | 180 483 | 170 199 |
| 15 | პეისერა | 11 570 | 12 669 |
| 16 | პეივბანკი | 5 581 | ----- |