logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ბანკების აქტივებმა მშპ-ს ისევ გადააჭარბა

საბანკო სექტორის აქტივები, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) გაიზარდა. ახლადგანახლებული (31.07.2024) სებ-ის სტატისტიკით, 102.6%-ია. წინა თვეებთან შედარებით მომატებულია დეპოზიტების კოეფიციენტიც. დეპოზიტების შეფარდება მშპ-სთან 65%-მდეა, სესხების - 68%-მდე.

წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი ზრდაა, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების (01.01.2024 - 61.1%; 65.6%), რაც ეკონომიკის პროდუქტიულობის გაზრდით არის განპირობებული. ბაზარზე ასევე გაზრდილია კონკურენცია.

აქტივები/ მშპ-სთან კი თითქმის 3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 

მშპ-სთან მონეტარული აგრეგატების შეფარდების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო პოსტმანდემიურ, 2021-ის გაზაფხულზე, როცა საბანკო სექტორის აქტივები მშპ-ს აღემატებოდა. მაშინ, 04/2021-სთვის დეპოზიტების კოეფიციენტი 73%-მდე იყო, სესხების კი 78%-ს აჭარბებდა.

სექტორის H1/2024-ის ანგარიშით, პირველი ივლისის მდგომარეობით, ბანკების აქტივები 86.8 მლრდ ლარს, მთლიანი სესხები 58.6 მლრდ ლარამდეა, დეპოზიტები კი ₾54.8 მილიარდია.

პროცენტულად მშპ-სთან (%)

  დეპოზიტები აქტივები სესხები
01-07-2024 64,8 102.6 67.8
01-07-2023 60,7 90.7 61,4
01-07-2022 58,0 97.3 66,2
01-07-2021 63,4 102,8 72.0
01-07-2020 58,6 100,3 68,8

წყარო: სებ-ი

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

გამოგვყევით