დეპოზიტების დოლარიზაცია, სებ-ის თვის მიმოხილვით, საცალო სექტორში 0.2%პ-ით შემცირდა.
ამასთან რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.2 %პ-ით გაიზარდა და 10.5% შეადგინა. ასევე გაიზარდა აშშ დოლარისა და ევროს ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთები, 0.6 და 0.5 %პ-ით, შესაბამისად 2.5% და 1.4% -მდე.
ივლისში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.1 პპ-ით შემცირდა, 7.5%-მდე. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე სარგებელი 0.2 %პ-ით, 1.9%-მდე გაიზარდა.
საბანკო სექტორში დეპოზიტები (მიმდინარე, მოთხოვნამდე, ვადიანი, ბანკების დეპოზიტების გარეშე) , პირველი აგვისტოს მდგომარეობით, 55.7 მლრდ ლარია. მათ შორის ვადიან საანაბრე ანგარიშებზე 24 მილიარდზე მეტია.
არარეზიდენტებისგან, სულ, სექტორს მოზიდული აქვს 10.3 მლრდ ლარი. აქედან, ვადიან ანაბრებზე მოდის ₾4 მილიარდი. სხვა ქვეყნის მოქლაქეების მიმდინარე ანგარიშებზე კი 24 მლრდ ლარია, რომლის92% სავალუტოა.