logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დაკრედიტების ზრდაში იპოთეკის წილი 2%-ს აღემატება

იპოთეკური სესხის განაკვეთმა მოიმატა. სებ-ის თვის მიმოხილვით, ლარის იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი, ივლისში, 0.2%პ-ით გაიზარდა, 11.8%-მდე. მთლიანად კორპორაციულ სესხებზე განაკვეთები 0.1%პ-ით,11.9%-მდეა მომატებული,ასევე დოლარსა და ევროში,  10%-ს გადააჭარბა. სავალუტო იპოთეკაზე  წლიური განაკვეთი 7.5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება

გაზაფხულზე თუ განაკვეთების კლების ტენდენცია, წლის დასაწყისიდან ნარჩუნდებოდა, ივლის-აგვისტოში უკვე ზრდა 5 პროცენტამდეა.

იპოთეკური დაკრედიტება ივლისში 1.3%-ითაა შემცირებული, წლიურად ზრდა ნარჩუნდება, 11.3%Y.Y-მდე.

მთლიანობაში დაკრედიტება  აჩქარებულია, წლიურ ჭრილში 18.3%-მდე, თუმცა იპოთეკის წვლილი 2.13%-ა (01.08.2023 -  2.44%)

სებ-ის მიმოხილვით, სესხების ზრდის ტემპის მატება ძირითადად ეროვნული ვალუტით დაკრედიტების აჩქარებამ განაპირობა. ლარში 22.4%-მდე მოიმატა და წლიურ ზრდაში 12.2%-იანი წვლილი შეიტანა.

გამოგვყევით