Bloomberg-ის დოლარის ინდექსი ორშაბათს 0.3%-ით დაეცა და აგვისტოს მინიმუმს მიუახლოვდა. თავის მხრივ, დოლარის სისუსტემ გააძლიერა ისეთი ვალუტები, როგორიცაა იენი, რომელმაც 2023 წლის ივლისის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.
"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, დოლარმა ბოლო თვეში პოზიციები დაკარგა უმეტეს მთავარ ვალუტასთან მიმართებაში, ისეთი ტრადიციულად სუსტი ვალუტები კი როგორიცაა იენი და შვეიცარული ფრანკი, მნიშვნელოვნად გამყარდნენ. FED-ი 17-18 სექტემბრის პოლიტიკის შეხვედრის წინ დუმს, რაც მოვაჭრეებს მცირე მონაცემების ბაზას უტოვებს მათი პოზიციის შეფასებისათვის, მათ შორის აგვისტოს საცალო გაყიდვების ანგარიშის, რომლის გამოქვეყნებაც დაგეგმილია სამშაბათს.
აშშ დოლარის ინდექსი (DXY), რომელიც ზომავს დოლარის სიძლიერეს სხვა ვალუტების კალათის მიმართ, პარასკევს შემცირდა, რადგან ბაზრები აგრძელებენ ამ კვირის ინფლაციის მონაცემების გაანალიზებას.
კვირის ბოლოს, ფედრეზერვის მომავალ შეხვედრაზე 50-პუნქტიანი შემცირების მოლოდინები მცირედით გაიზარდა.
ბლუმბერგის დოლარის ინდექსი ივნისის მინიმუმს უახლოვდება. დოლარი იანვრიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, რადგან მოვაჭრეები, ფედრეზერვისგან ამ კვირაში სულ უფრო მეტად ელიან ნახევარპროცენტიანი განაკვეთის შემცირებას.