logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფინტექ კომპანიების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

ბაზარზე ამ დროისთვის 60-მდე ფინტექ კომპანია ოპერირებს.  ამის შესახებ ფინტექ ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული. ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად რაოდენობის სიმცირისა, ქართული ფინტექ ეკოსისტემა მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

„ფინტექის ბაზრის მოცულობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება.  მხოლოდ გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ოცი ლიცენზია გასცა. რის შედეგადაც, ბაზარზე ამ დროისთვის ფინტექ კომპანიების რაოდენობა სამოცს აღწევს.“-აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა

დავით კიკვიძის თქმით, განვითარების პარალელურად,  ინდუსტრიაში რჩება რიგი გამოწვევები.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სარეგულაციო ჩარჩოს არსებულ რეალობაზე მორგება და შესაბამისად, ოპერირების გამარტივება. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ ბაზრის დივერსიფიცირების საჭიროებას. ჯერ კიდევ არის გარკვეული მიმართულებები, რომლებიც საქართველოში არ არის წარმოდგენილი.ასევე, პრობლემად რჩება საბანკო სექტორთან ურთიერთობის ნაწილი. რაც გულისხმობს იმას რომ ჯერ ისევ კონკურენტული დამოკიდებულება აქვთ ბანკებს ფინტექებთან, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით პროცესების გამარტივებისთვის.“- აღნიშნა დავით კიკვიძემ.

ამასთან, ფინტექ კომპანიებს მიმდინარე წლისთვის პოზიტიური მოლოდინები აქვთ.  ასოციაცია ბაზარზე საერთაშორისო ორგანიზაციების შემოსვლას  და ახალი ინვესტიციების მოზიდვას პროგნოზირებს.

გამოგვყევით