logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"IMF-ის შეფასებები სრულ თანხვედრაშია სებ-ის პოლიტიკასთან" - თამთა სოფრომაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები სრულ თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიშს გარდა, სავალუტო ფონდმა, სავალუტო ინტერვენციების როლთან დაკავშირებით, კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ასეთი ტიპის სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა, რომ არ ჰქონოდა ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები შედარებით მაღალი იქნებოდა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასახელა, რომ ეროვნული ბანკის პრიორიტეტად რეზერვების დაგროვება უნდა დარჩეს და ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით. წლის დასაწყისიდან, კერძოდ, სავალუტო ბაზარზე ამ მაკრო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ რეზერვები დავაგროვოთ. წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები უკვე 879 მლნ-ით შეავსო. 

გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ეროვნული ბანკის თანხვედრაშია, სავალუტო ფონდმა პარალელურად გამოაქვეყნა კვლევა სავალუტო ინტერვენციების როლთან დაკავშირებით მონეტარულ პოლიტიკაში. აქ შეფასებული იყო 2020-2024 წლების სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა და მისი შედეგები. ერთი არის, რომ ინტერვენციების მიზანი მეტწილად მიმართულია იმისკენ, რომ რეზერვები ადეკვატურ დონეზე გვქონდეს და ეს იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორი, თუმცა ასევე, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს. როდესაც ქვეყანა ღია ტიპის მცირე ეკონომიკაა და მისი სავალუტო ბაზარი მცირე მასშტაბიანია - ასეთ შემთხვევებში, როდესაც არის კაპიტალის გადინება, ან ერთჯერადი ფაქტორები, რაც გაცვლით კურსზე მოკლევადიან ზეგავლენას ახდენს, მიზანშეწონილია, რომ ეს სავალუტო ინტერვენციებით იყოს განეიტრალებული. სწორედ, ეს პოლიტიკა აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს და სწორედ, ამაზეა სავალუტო ფონდის კვლევა გამოქვეყნებული. მათ როდესაც შეაფასეს 2020-2024 წლის პერიოდი, იქ აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკს ასეთი ტიპის სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა, რომ არ ჰქონოდა ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები შედარებით მაღალი იქნებოდა", - აცხადებს თამთა სოფრომაძე. 

გამოგვყევით