logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლარი აგვისტოშიც გამყარდა

ლარის (ოფიციალური კურსით) აშშ დოლარსა  და ევროს მიმართ აგვისტოში გამყარდა $-თან 1%-ით, €-ს მიმართ კი გაუფასურდა.

აგვისტოს ბოლოს ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6920 და 2.9865 შეადგინა  (07/2024 - $/2.7214; €/9481).

აგვისტოში ₾/$ -ის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.715 აღინიშნა თვის დასაწყისში, მინიმალური 2.689 კი თვის შუა რიცხვებში.  

სებ-ის მიმოხილვით, ივლისში ₾/$ გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა იყო 2.81, მინიმალური კი - 2.6952.

ივლისში, აშშ დოლართან საშუალო გაცვლითი კურსი 3.3%-ით შემცირდა (2.8258-დან 2.7338-მდე); ხოლო ევროს მიმართ 2.6%-ით გამყარდა (3.0421-დან 2.9647-მდე).

ივლისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმუმზე ორჯერ
მეტად იყო გადახრილი.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 10.4%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გამყარებამ კი
1.9% შეადგინა. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის წლიური გაუფასურება 0.7%-ია,
თვის ჭრილში გამყარებაა 3.3%.

დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ლარის გამყარება; ასევე გამყარდა რუბლი და ევრო,
თურქული ლირა გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი არ შეცვლილა.

ოფიციალური კურსის განსაზღვრის წესი

გამოგვყევით