logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

1745305354

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში,  ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმებს.

ფინანსთა მინისტრმა ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისთვის და პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებაში თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ  მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი,ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

 საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში,  ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.

 საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმებს.

ფინანსთა მინისტრმა ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისთვის და პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებაში თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ  მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

გამოგვყევით