logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მიხეილ ჯაფარიძე: სადაზღვევო ინდუსტრიას მეტი ინოვაცია სჭირდება

„საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია განვითარების ფაზაშია, თუმცა ვისურვებდით, რომ უკეთესი ტემპით ვვითარდებოდეთ, ვიდრე ახლა“, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ  „ბიზნესპარტნიორის“ ღამის  ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, ინდუსტრიას მეტი ინოვაცია სჭირდება.

"ჩვენ საბჭოთა წყობიდან მოვდივართ და იქ არ იყო სადაზღვევო ინსტრუმენტები პოპულარული, შესაბამისად სადაზღვევო კულტურა არ არის ქვეყანაში განვითარებული. განვითარების ფაზაშია, ახლა ვიწყებთ და ინდუსტრია ვისურვებდით, რომ განვითარების უკეთესი ტემპი გვქონდეს, ვიდრე ახლა. ამ ეტაპზე, 3-4 ქალაქში, ძირითადად თბილისშია განვითარებული და არა მასიურად  ქვეყანაში. რეგიონებში დაბალია შეღწევა. შესაბამისად, სადაზღვევო ინდუსტრიას მეტი ინოვაცია სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ. 

გამოგვყევით