logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მიკროსაფინანსო სექტორი 4 700 მოქალაქეს ასაქმებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (მ/ო) ქსელი გაფართოვდა. მეორე კვარტალში სტაფიც გაიზარდა. თანამშრომელთა რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა. 

ამ დროისთვის 1 000 -მდე კადრს ასაქმებს მისო "კრისტალი' და 750 დასაქმებულია მ/ო "რიკოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დიდი ქსელით, 61 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. მეორეა "კრისტალი", მომსახურების 47 განყოფილებით.

45-ზე მეტი ფილიალით, ბაზარზე  კიდევ 2 მისოა, მ/ო "კრედიტსერვის+" და  მ/ო ლიდერ კრედიტი

საკრედიტო დაბანდების ნახევარზე მეტი, ბაზრის 2 მსხვილ მოთამაშეზე მოდის. 550 მილიონამდე ლარის პორტფელი აქვს "რიკოს", 500 მილიონამდე "კრისტალს", რომელიც  საბანკო ბაზარზე ინაცვლებს.

პერსონალის შენახვა სექტორს 67.7 მლნ უჯდება. აქედან 10.5 მილიონი "რიკოს" დანახარჯია. ნახევარ წელში გაწეული"კრისტალის" ხარჯი კი ₾18.3 მილიონამდეა.

მიკროსაფინანსო სექტორში, რომელიც 34 მისოთია წარმოდგენილი, 4 675 დასაქმებულია. 

TOP-5 მისო დასაქმებულთა რაოდენობით 

  H1.2024 
კრისტალი  992
რიკო 750
ლაზიკა კაპიტალი 450
სვის კაპიტალი 378
ლიდერ კრედიტი 375
წყარო: მისოები & სებ-ი 

გამოგვყევით