logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მოუთმენლად ველით ბაზარზე ახალი მიკრობანკის გამოჩენას" - გია პეტრიაშვილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკრობანკების  საკრედიტო დაბანდება 755 მლნ ლარამდეა გაზრდილი. კომპანიები მიმდინარე წელს  საკრედიტო პორტფელის ზომიერ ზრდას პროგნოზირებენ. მიკრობანკები ამ ეტაპზე მეტ აქცენტს მომხმარებლებისთვის  ახალი ციფრული პროდუქტების შეთავაზებასა  და პროდუქტების გამოშვებაზე აკეთებენ.

რაც შეეხება ბაზარზე  ახალი მოთამაშეების გამოჩენას, როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა,  ამისთვის ბაზარი მზადაა, თუმცა ჯერჯერობით კომპანია, რომელიც მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს, არ გამოჩენილა.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას. მესამე კანდიდატი დღეს არის დაკვირვების რეჟიმში და ჩვენი მაგალითი მისთვის უნდა იყოს ენთუზიაზმის მომცემი. თუმცა,  გაცილებით საინტერესო იქნება თუ ჩვენ ვიხილავთ საერთაშორისო მოთამაშეს, რომელიც ისურვებს მიკრობანკების ბაზარზე შემოსვლას. ეს იქნება ნათელი დემონსტრაცია  იმის, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკებისთვის შექმნილი თამაშის წესები მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო კომპანიებისთვის“, -აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიურად საშუალოდ 19-21%-მდეა.

„ძირითადი ჩვენი პროდუქტი არის ბიზნესსესხები როგორც ასე ისე ურბანული. სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ჩვენთან ოდნავ მაღალია, ვიდრე ბანკებში, მაგრამ ჩვენი პროდუქტები უფრო მცირე ზომისაა და არ ვლაპარაკობთ მრავალმილიონიან სესხებზე. ჩვენი საშუალო სესხი ჯერ კიდევ რჩება 10 000 ლარის ფარგლებში. მიკრობანკის ძირითადი სამიზნე კატეგორია იქნება ყოველთვის მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი“,- აღნიშნა გია პეტრიაშვილმა

გამოგვყევით