logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა: ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია 1.2% -ის ფარგლებში იქნება

ნათია თურნავა: ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია 1.2% -ის ფარგლებში იქნება

1733839008

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია 1.2%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.

“ბოლო წლების განმავლობაში, ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკების მიუხედავად, ეს გახლავთ თანმიმდევრული შოკები კოვიდპანდემიის დროს, როდესაც პირველად დაიწყო გლობალური ინფლაციური ზეწოლა, შემდგომში გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რუსეთ-უკრაინის ომი,  სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორები, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება.

2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ 20 თვის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

ბოლო მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3 % შეადგინა. ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8 %-ს შეადგენს. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს, ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება - ეს არის ჩვენი პროგნოზი. საშუალოვადიან პერიოდში კი, მიზნობრივი მაჩვენებლის 3%-ის გარშემო დასტაბილურდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით,  2024 წლის 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, იზრდება ეკონომიკის ჯამური პოტენციალი, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ანეიტრალებს”, - განაცხადა ნათია თურნავა პარლამენტში სესიაზე. 

გამოგვყევით