logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ქართული ბანკების მიერ, იანვრის ბოლოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 70.40 მლრდ-ს შეადგენს

ქართული ბანკების მიერ, იანვრის ბოლოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 70.40 მლრდ-ს შეადგენს

1772034122

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 70.40 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 531.81 მილიონი ლარით (0.75%-ით) ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.86%-ით ნაკლები). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მარეგულირებლის ცნობით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.35% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 331.60 მლნ ლარით (0.81%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 200.21 მლნ ლარით (0.67%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.93%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.68 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.38%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 20.23 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.74%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.98 %-ით ნაკლები).

2026 წლის იანვრის განმავლობაში 0.47%-ით, ანუ 173.73 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 36.82 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.56% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით).

გამოგვყევით