logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია

საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია

1771913284

საერთაშორისო ტურისტულ პლატოფორმაზე -  Global Travel Awards,  საქართველო 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების   - Best Emerging Travel Destination-ის კატეგორიაშია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ნომინაციაში გამარჯვებულები ღია კენჭისყრით გამოვლინდებიან, ხმის მიცემა 20 მარტს დასრულდება. 

საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია პლატფორმზე: https://globaltravelawards.co/Voting 

Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში. 

Global Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 25 მარტს, ლონდონში გაიმართება.

გამოგვყევით