როდესაც შენი ყველაზე დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი ცილისმწამებლური კამპანიით შენს წინააღმდეგ იბრძვის - კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებით ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ბუნებრივი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად ვითარდება და სწორად მართავს ქვეყანას დ ამისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეებიც, როდესაც კვლევას ატარებენ ამას აფიქსირებენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა.
"ბევრი მონაცემები მოვიყვანეთ, არა ჩვენი ეროვნული სტატისტიკის მონაცემები, არამედ მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელიც დაიწუნეს და არ ვიცი რატომ, სადაც ნაჩვენებია დიდი პროგრესი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა ის სტატისტიკა მინდა მოვიხმო, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე მოწინააღმდეგე ძალამ - ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის მესვეურები ჩვენს ხელისუფლებას თავს ესხმის უსამართლოდ და ცილისმწამებლური კამპანიებით, მაგრამ როდესაც კვლევა დადეს და კეთილდღეობის ინდექსი გამოიანგარიშეს, საქართველო მათი კვლევის მიხედვით შევიდა 50 საუკეთესო ქვეყანას შორის და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 5 სახელმწიფოს, მათ შორის, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთს. 2012 წლის შემდგომ, რომელ ადგილზე კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო მათი შეფასებით?! პირველ ადგილზეა", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.