logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"სამედიცინო პროფესიებში დეფიციტი არ არის, მაგრამ გვაქვს პრობლემა ვიწრო სპეციალიზაციაში" - რექტორი

"სამედიცინო პროფესიებში დეფიციტი არ არის, მაგრამ გვაქვს პრობლემა ვიწრო სპეციალიზაციაში" - რექტორი

1771939140

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრას, რომელსაც წინ პრემიერის მიერ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია უძღოდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, აქცენტი გაკეთდა რეზიდენტურის მიმართულებაზე.

„ექიმების რაოდენობაზე თუ ვისაუბრებთ, სამედიცინო პროფესიებში დღეს, ზოგადად, დეფიციტი ნამდვილად არ არის,  მაგრამ ვიწრო სპეციალიზაციაში გვაქვს პრობლემა. ამაზე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია სარეზიდენტურო პროგრამების დახვეწაზე მუშაობა. ასევე ვისაუბრეთ სარეზიდენტო პროგრამების დაფინანსებაზე. ამაზე მუშაობა გაგრძელდება,“ - აღნიშნა ნატროშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე არის ექთნების დეფიციტი.

მისი თქმით, ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით შესაძლოა ახალგაზრდებს მიეცეს რჩევა, რომ კონკრეტულ სფეროში უფრო მეტი სპეციალისტი გვჭირდება, სხვა სექტორში კი მოთხოვნა დაბალია. მისი თქმით, ესაა მათთვის ერთგვარი გზამკვლევი.

რაც შეეხება საერთაშორისო სტუდენტებს, ნატროშვილის განცხადებით, ამ კუთხით სახელმწიფოს აქვს სწორი მიდგომა - კერძოდ ის, რომ უცხოელი სტუდენტების ის კვოტაა დაშვებული, რომელიც მოთხოვნილია ბოლონიის პროცესით, რათა შენარჩუნებული იქნას უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია. მისი განმარტებით ესაა 5% მთელი კვოტიდან. 

jandacva.ge

გამოგვყევით