logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2025 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 1.6%-ით შემცირდა" - "საქსტატი"

"2025 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 1.6%-ით შემცირდა" - "საქსტატი"

1771918260

2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 332.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 642.4 ათასი ერთეული შეადგინა.

"საქსტატის" ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა 1.6 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.2 პროცენტით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700.0 ათასით განისაზღვრა, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.4 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.5 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.8 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.3 პროცენტი — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2025 წელს ვიზიტების უმრავლესობა (52.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 357.0 ათასი ვიზიტი თვეში).

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 297.7 მილიონი ლარით, რაც 0.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.0 პროცენტით და 181.3 ლარს გაუტოლდა.

გამოგვყევით