logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ჩვენი გიდები სამუშაო ადგილებს კარგავენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას ის, რაც შეგვპირდა" -  ქეთი მელაძე

თვითონ ის, რომ კვოტები არის, ეს ძალიან კარგია, რადგან საქართველოში სერიოზული პრობლემებია იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გიდები საქართველოში ატარებენ ტურებს და ამის გამო ჩვენი გიდები, ფაქტობრივად, კარგავენ სამუშაო ადგილს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს რაც ითქვა რაც შეიძლება სწრაფად, სანამ სეზონი დაიწყება აღსრულებაში მოვიდეს და სახელმწიფომ შექმნას ის, რაც შეგვპირდა, - ამის შესახებ საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ქეთი მელაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, არ კონტროლდება ასევე, რა ისტორიას უყვებიან უცხოელი გიდები ტურისტებს, რაც ასევე, პრობლემაა. 

"საქართველო ლიბერალური ქვეყანაა და არ იყო აქამდე კანონი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წაიყვანდა ტურს - ჩინელი, პოლონელი, ევროპელი, თუ სხვა. ჩვენი მოთხოვნა ასევე იყო ის, რომ ელემენტარული ქართული ენა სცოდნოდათ გიდებს. მნიშვნელოვანი იქნება ესეც, რომ მაგალითად, მთაში, რომ გიდი ტურისტს წაიყვანს - იქ აუცილებელია ქართული ენის ცოდნა, რადგან ყველამ არ იცის ეს უცხო ენები. ვფიქრობთ, რომ გიდმა A1-ის დონეზე მაინც უნდა იცოდეს ქართული ენა", - აცხადებს ქეთი მელაძე. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 1-ელი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

გამოგვყევით