logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან 540 000 ადამიანი გამოვიდა" - მიხეილ დუნდუა

"12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან 540 000 ადამიანი გამოვიდა" - მიხეილ დუნდუა

1771920450

12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან 540 000 ადამიანი გამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  ანგარიში, სადაც საქართველო 4-დან 3 პარამეტრში რეგიონში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა.

"საქართველოში, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მკვეთრად გაუმჯობესდა სიღარიბის მაჩვენებლები და მოსახლეობაზე სოციალური ზრუნვა მკვეთრად გაიზარდა. ამასწინათ გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში რეგიონში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. სოციალური დახმარების თვალსაზრისით, ეს არის სოციალური დახმარების ადეკვატურობა, ეფექტიანობა, მოცვა. ერთ-ერთი პარამეტრი - მიზნობრიობა, სადაც საშუალო პარამეტრი გვქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოცვის უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდა ქვეყანას, ვიდრე მიზნობრივი სოციალური საჭიროებები და ამასთან დაკავშირებით იგეგმება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რაც მისასალმებელია.

რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მდგომარეობას - მისი გაზრდის თუ შემცირების მიმართულებით, ეს მაჩვენებელიც მკვეთრად არის შემცირებული, ამას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2004 წელს, 21% იყო უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ , 2012 წელს -  19%, ანუ პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო ახლა, 2024 წლის მაჩვენებელი არის 4% ანუ 4-5-ჯერ შემცირდა მაჩვენებელი. 12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან 540 000 ადამიანი გამოვიდა. მაშინ, როდესაც წინა 9 წლიან პერიოდში პრაქტიკულად არ დაძრულა ადგილიდან საკითხი. პრაქტიკულად არ მოგვარებულა არაფერი. ლოკოკინა თავისი ტემპით უფრო სწრაფად შემოუვლიდა დედამიწას ვიდრე იმ ტემპით, რა ტემპითაც მაშინ სიღარიბეს ვებრძოდით. მკვეთრი კონტრასტული განსხვავებაა ამ კუთხით. საქართველო აგრძელებს ძლიერ ზრუნვას მოსახლეობაზე და ეს ნაბიჯები, რომლებიც სამინისტროს მხრიდან იდგმება ნამდვილად მოხმარდება ამ ძლიერი პოზიციების დაფიქსირებას", - აცხადებს მიხეილ დუნდუა. 

გამოგვყევით