საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნაში სტაბილური ეკონომიკური ვითარების ასახვაა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საბანკო სექტორი მდგრადია, რაც აისახება მის მომგებიანობასა და კაპიტალისა და ლიკვიდურობის საიმედო მაჩვენებლებში, ეს კი ხელს უწყობს შოკების შემთხვევაში ბუფერების არსებობას.
Moody’s -ის მოლოდინით, საქართველო კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას. სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით გაიზრდება.
ამასთან, Moody’s-მა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა, რაც ძირითადად გეოპოლიტიკური რისკების ზრდისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებითაა გამოწვეული.