logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩაროზი" თბილისსა და ბათუმში ბრენდულ მაღაზიას 2 კვირაში გახსნის

ნუგბარის მწარმოებელი კომპანია "ჩაროზი" თბილისსა და ბათუმში ბრენდულ მაღაზიას 2 კვირაში გახსნის. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, "ჩაროზის" პროდუქცია მაღაზიების გახსნის შემდეგ, ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდება, რაც მოთხოვნას უფრო მეტად გაზრდის. 

ელენა ჯიშიაშვილის თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "ჩაროზის" გაყიდვები დაახლოებით, 27-28%-ით გაიზარდა.

"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. აღსანიშნავია, რომ იზრდება ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობა, რადგან ჩვენი პროდუქცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რაც შეეხება უცხოელების წილს - შემცირებულია, რადგან თვითონ ქვეყანაში არის შემცირებული როგორც ტურისტების, ისე ექსპატების რაოდენობა.

რაც შეეხება ასორტიმენტს - ახლა ჯამში გვაქვს 8 პროდუქტი. გარდა ამისა, დიაბეტურ კატეგორიაშია, ცალკე ხაზად ვაწარმოებთ ასევე, უგლუტეინოს", - აცხადებს ელენა ჯიშიაშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს - კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის: საბერძნეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, რუსეთსა და იაპონიაში. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, "ჩაროზის" პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 20% უცხოურ ბაზრებზე. 

ცნობისთვის, ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა).

გამოგვყევით