logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

მიმდინარე წელს მტკვარი ჰესი და ჭიორა ჰესი სატესტო რეჟიმით ამოქმედდა - Galt & Taggart

2025 წლის პირველ კვარტალში, სატესტო რეჟიმით 54.1 მგვტ-იანი მტკვარი ჰესი და 14.2 მგვტ-იანი ჭიორაჰესი ამოქმედდა.

როგორც საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი ავრცელებს, CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია. 

„ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით (რასაც წინ უსწრებდა ორი სიმძლავრის აუქციონი) კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 11.2 გვტ-ია. დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი”, - აღნიშნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ენერგრტიკულ ბირჟას, როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ - დღით ადრე ბაზარზე უმნიშვნელო მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრება.

“ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა 2024 წლის 1 ივლისს და მასზე 21 რეგისტრირებული მომხმარებელია. ბირჟის გახსნის შემდეგ მხოლოდ 36.3 გვტ.სთ, ანუ ამ პერიოდში მთლიანი მიწოდების მხოლოდ 0.1% გაიყიდა ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმით. ეს მოცულობა არაა საკმარისი ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად.

ჩვენი აზრით, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ქვეყანა გადავა საათობრივ ანგარიშსწორებაზე ან გაჩნდება უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ვალდებულება. ეს ცვლილებები დაგეგმილია 2025 წლის ივლისისთვის, თუმცა ამის განხორციელების ალაბათობა დაბალია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით