logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და გახდეს ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბი" - რატი მორჩილაძე

საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და გახდეს ერთგვარი ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბი იმისთვის, რომ ის იყოს წამყვანი ძალა ამ ახალ ტენდენციებში, - ამის შესახებ "ფორსაითის" დირექტორის მოადგილემ, რატი მორჩილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია ძალიან სწრაფად ვითარდება.

"თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. თანამედროვეობაში, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ ფინტექ მიმართულება ერთ-ერთი საკვანძოა. ეს არის ფუნდამენტი იმ ზრდისა, რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვქმნით ახალ ფინანსურ პროდუქტებს და ვცდილობთ რეგიონალურად გავიტანოთ ეს პროდუქტები. შეხვედრები გვაქვს სხვადასხვა კომპანიასთან და გამოცდილებას ვუზიარებთ. საქართველოში არსებობს ისეთი გამოცდილება, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვს. მიხარია, რომ “ფორსაითი” ერთ-ერთი მთავარი კომპანიაა, რომელიც ამ კუთხით პრეცედენტებს ქმნის," - აცხადებს რატი მორჩილაძე.

მანვე აღნიშნა, რომ საინვესტიციო ფონდები საქართველოში ჯერჯერობით ახალია, თუმცა სექტორი იზრდება და ამ კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს.

გამოგვყევით