logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია $779 მლნ-ით გაუმჯობესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია $779 მლნ-ით გაუმჯობესდა

1727705737

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -29.5 მლრდ აშშ დოლარი (-82.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -93.3 პროცენტია  (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი  -96.9 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 779.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 16.2 მლრდ აშშ დოლარია (45.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 157.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 45.6 მლრდ აშშ დოლარი (128.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 622.0 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

გამოგვყევით