logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოში რეგისტრირებული კრიპტო კომპანიების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში რეგისტრირებული კრიპტო კომპანიების რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის  ვირტუალური აქტივების  რეესტრში, ბოლო მონაცემებით  35  VASP-ია აღრიცხული.  ამასთან, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, გასულ თვეში ერთ ვირტუალური მომსახურების პროვაიდერს  რეგისტრაცია გაუუქმდა.

სების ინფორმაციით, კომპანიების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში ოპერირებს.

ცნობისთვის, ვირტუალური მომსახურების  პროვაიდერებზე ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები გასული წლის ბოლოს შეიმუშავა. მარეგულირებელი უფლებამოსილია ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან.

გამოგვყევით