სებ-ში, პირველი აგვისტოსთვის ბანკების 5.588 მლრდ ლარის დეპოზიტებია (01.08./2023 - ₾ 5.8 მლრდ), საიდანაც 4.3 მლრდ ლარის სავალდებულო რეზერვებია (01.08.2023 - ₾4.8 მლრდ)
აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთებს და სავალდებულო რეზერვებს.
უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, როგორც იცით, სარეზერვო მოთხოვნა 20% -ია (თებერვლიდან 25%-დან 20%-მდე შემცირდა). სავალდებულო რეზერვები ბანკებს, განსხვავებული განაკვეთით, დეპოზიოტების დოლარიზაციის მიხედვით უდგება. >70% დოლარიზებულ პორტფელიან ბანკებს მაქსიმალური ზღვარი ესადაგება. 40-70% შუალედში კი წრფივად იკლებს, ამა თუ იმ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიცინტის მიხედვით.
სავალდებულო რეზერვები ბანკებს 1 წლამდე, ასევე 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მოეთხოვება.
ანალოგიური მოთხოვნაა კაპიტალის ნაწილში, საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მიხედვით. CICR (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი) მსუბუქია დაბალდოლარიზებულ საკრედიტო პორტფელზე. 40%-მდე დოლარიზებისას რისკი წონა 40%-ს უტოლდება (ყოველ დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება).