logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი"- ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი"- ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

1741955341

საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექს“-ს (ს/კ: 400058030) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭაბუკიანის ქუჩა N7 (სააკაძის მოედნის მიმდებარედ). ტელ: 599 511 382,  ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება. 

გამოგვყევით