logo
Loading data...

წელს 400-ზე მეტი ოქროს ზოდი გაიყიდა

წელს 400-ზე მეტი ოქროს ზოდი გაიყიდა

1713418860

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან ამ დრომდე ოქროს 557 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანია, დანარჩენი 20 გ-იანი.

აქედან ყველაზე მეტი, 117 ერთეული, შეთავაზებიდან 2 დღეში, გასული წლის 4-6 დეკემბერს გაიყიდა. 

იმ დროისთვის დიდი ზოდი 184 000 ლარამდე ღირდა, პატარა ზომის კი 3 680 ლარი. 16 აპრილის  ფასი კი, შესაბამისად 213 623 და 4 272 ლარია. 

დეკემბრიდან ოქროს ფილების ღირებულება 16%-ით გაზრდილია. თვის ჭრილში (აპრილი/მარტი) კი გაძვირებულია 11%-ით.

გეოპოლიტიკური რისკების და ინფლაციის ბოლოდროინდელი მატების ფონზე ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. მატერიალურ აქტივში ფულის დაბანდება საუკეთესო საინვესტიციო საშუალებად მიიჩნევა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება.

ზოდების შეძენა შესაძლებელია საკასო ცენტრში. ასევე, ინტერნეტმაღაზიით  თუმცა, ონლაინ მხოლოდ 20გ-იანია ხელმისაწვდომი.

სებ-ის განმარტებით, ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება. პორტფელის ცენტრალური ბანკებსაც დივერსიფიცირებული აქვთ. მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ.

მათ კვალდაკვალ ზოდები სებ-მაც შეიძინა. სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მარტიდან დაემატა.

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით