logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

2024 წლიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით, სახელმწიფომ უცხოეთში მკურნალობა 147 ონკოპაციენტ ბავშვს დაუფინანსა

2024 წლიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით, სახელმწიფომ უცხოეთში მკურნალობა 147 ონკოპაციენტ ბავშვს დაუფინანსა

1748964840

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით, საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში სამკურნალოდ 147 პაციენტი გაემგზავრა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს და რომელიც 2024 ივნისი − 2025 წლის მაისის პერიოდს მოიცავს.

„ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის, ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით, განხორციელდა 0 − 18 წლის ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 147 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა.

გამოჯანმრთელების მაჩვენებელი შეადგენს 90.1%-ს,“- ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობაა სოლიდარობის ფონდის შემოწირულებები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0 − 22 წლის 161-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა.

პროგრამის ფარგლებში ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, უცხოეთის რამდენიმე კლინიკასა და საქართველოში - პაციენტის მშობლის არჩევანის მიხედვით. 
პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.

თამარ გაბუნიას განცხადებით, დასახელებულ კლინიკებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ესპანეთი, სადაც ბავშვებს პროტონული თერაპია უტარდებათ. 

jandacva.ge

გამოგვყევით