logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ერთ წელიწადში ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 3.8%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

ერთ წელიწადში ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 3.8%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1738580880

მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 3,8%-ით გაიზარდა. 'საქსტატის" მონაცემებით, ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (4.8 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. საავადმყოფოების მომსახურება კი 0,2%-თაა გაძვირებული.

რაც შეეხება ფასების შედარებას წინა თვესთან შედარებით, საქსტატის ინფორმაციით,  ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1 პროცენტით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა  - 1.5 პროცენტი, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 1.4 პროცენტი, საავადმყოფოების მომსახურების ფასები კი არ შეცვლილა.

ზოგადად კი, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.

jandacva.ge 

გამოგვყევით