logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს

1771575570

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  ოჯახების გადამოწმებისთვის  ყველა საჭირო წინაპირობა უკვე მომზადებულია და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან, შესაბამისი პროგრამის მიხედვით.

„გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც, პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. "ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერანაირი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

მისივე  განცხადებით,  აღნიშნული პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საზოგადოება შეიტყობს ინფორმაციას  მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად, ჩვენს მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება სისტემა (შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით). საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოგვყევით