logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ECB საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად ინარჩუნებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) საპროცენტო განაკვეთები უცვლელად 3.75%-ზე შეინარჩუნა. ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა თქვა, რომ ჯერაც არ არის განსაზღვრული, როგორც შეიცვლება ამ მიმართულებით ვითარება სექტემბერში.

გასულ თვეში ECB-მ უკვე შეამცირა რეკორდულად გაზრდილი განაკვეთები, რაც ბანკის ზოგიერთ წარმომადგენელსაც კი ნაჩქარევად მიაჩნდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის 2%-მდე შემცირების პროგრესი შეჩერდა. იმის გამო, რომ შიდა ინფლაცია ჯერ კიდევ ჯიუტად მაღალ ნიშნულზეა და ხელფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, ბანკი, სავარაუდოდ, უფრო ფრთხილი იქნება შემდგომი ნაბიჯის მიმართ.

თუმცა, კრისტინ ლაგარდმა გადაწყვეტილების შესახებ ხაზგასმით აღნიშნა რომ ზრდის რისკები "დაქვეითებულია".

გლობალურად სუსტი ეკონომიკა ან მსხვილ ეკონომიკებს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია გავლენას მოახდენს ევროზონის ზრდაზე“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ამავდროულად, შესაძლებელია, რომ მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა უფრო მეტად დააზარალოს ეკონომიკა, ვიდრე მოსალოდნელია.

მისივე თქმით, საინვესტიციო ინდიკატორები 2024 წლის ნელ ზრდაზე მიუთითებს, ამასთან, ევროზონა აპრილ-ივნისში უფრო ნელი ტემპით გაიზარდა, ვიდრე პირველი კვარტალში.

შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ECB-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასწარ არ არის განსაზღვრული განაკვეთების ზრდისა თუ შემცირების საკითხი, და რომ ხელმძღვანელობა მომავალი მონაცემებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

”ასე რომ, სექტემბრის საკითხი და ის, თუ რას ვაკეთებთ სექტემბერში - ღიაა”, - თქვა ლაგარდმა.

ევროპის ცენტრალური ბანკის მორიგი შეხვედრა სექტემბერში დაახლოებით, იმ დროს გაიმართება, როდესაც ბაზრები აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას ელოდებიან და სადაც, განაკვეთების შემცირების ტენდენციაა მოსალოდნელი.

გამოგვყევით