logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

GCCA-მა ბათუმის თევზის ბაზრობის საქმეზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დაადასტურა

GCCA-მა ბათუმის თევზის ბაზრობის საქმეზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დაადასტურა

1758268587

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს ,,პოსეიდონი 2022-ის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც შპს „გოლდენ ფიშ ბათუმსა“ და შპს ,,ზუნდაგს“ შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დადასტურდა.

"ამასთან, არ დადასტურდა შპს „გოლდენ ფიშ ბათუმის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ მოკვლევისათვის რელევანტური პერიოდის განმავლობაში (2022-2024 წლები) აღნიშნული ეკონომიკური აგენტი ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას არ ფლობდა.შესაბამისად, კანონდარღვევასთან დაკავშირებული ეჭვი სავარაუდო სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის/აგენტების სასარგებლოდ გადაწყდა,"-აღნიშნულია GCCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით