logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქართული ღვინო ევროპისთვის და თანამედროვე მსოფლიოსთვის მაინც სტარტაპად ითვლება, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს"

"ქართული ღვინო მაინც სტარტაპად ითვლება ევროპისთვის და თანამედროვე მსოფლიოსთვის, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს" - ამის შესახებ, "მეღვინეობა მელიტონის" დამფუძნებელმა გიორგი სხირტლაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  კომპანიას ევროპის ბაზარი ათვისებული აქვთ, ექსპორტის კუთხით მაინც  ნელ-ნელა იდგამს ფეხს.

"ჩვენი გამოცდილებიდან, ქართული ღვინო სტარტაპია, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე და თუ სწორად წარმოვაჩენთ და სწორად მივაწოდებთ ბაზრებს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება"- ამბობს სხირტლაძე.

მეღვინეობა "მელიტონის" დამფუძნებელი რთველის მიმდინარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ  წინა წლებთან შედარებით, წელს კარგი მოსავალია, მათ შორის, კარგი წელია ხარისხის კუთხითაც.  ამ ეტაპზე, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, ხოლო რაჭაში ოქტომბერში დაიწყება.

"რაჭაში სხვადასხვა ტიპის ღვინო მზადდება, ნახევრად ტკბილი ღვინოებისთვის ჯერ ძალიან ადრეა, ამ ნაწილში პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ამინდზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუმცა, ამ მოცემულობით ყურძენი ხარისხიანია და კარგ მოსავალს ველოდებით” - ამბობს გიორგი სხირტლაძე.

ცნობისთვის, ცნობისთვის, მეღვინეობა "მელიტონი" ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიას დაახლოებით, 5 ჰა ვენახი და ღვინის ქარხანა რაჭაში, სოფელ კვაცხუთში აქვს. მეღვინეობა ყურძენს ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც იბარებს. მეღვინეობას ასევე ვენახები კახეთშიც აქვს.

გამოგვყევით