BMW Motorrad, BMW Group-ის მოტორადების ხაზი, სიამაყით აცხადებს თავისი სტრატეგიული გაფართოების შესახებ საქართველოს ბაზარზე. ეს შესაძლებელი გახდა GT Motors-თან პარტნიორობით, რომელიც გამოცდილი დისტრიბუტორია და უკვე აქვს წარმატებული პრაქტიკა, როგორც BMW-ს ავტომობილების ოფიციალურ დილერს. ეს თანამშრომლობა თანხვედრაშია BMW Motorrad-ის სურვილთან, რომ დინამიურ და განვითარებად რეგიონებში მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მოტორადები და განსაკუთრებული გამოცდილება.
ზრდის შესაძლებლობა საქართველოში
საქართველო, თავისი მზარდი ეკონომიკითა და მაღალი ხარისხის მობილობის მზარდი მოთხოვნით, წარმოადგენს პერსპექტიულ შესაძლებლობას BMW Motorrad-ისთვის ძლიერი პოზიციის დასამკვიდრებლად. ბრენდის ბაზარზე შესვლა არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანიც გლობალური ქსელის გაფართოება და მოტო მოყვარულთა განვითარებადი საჭიროებების დაკმაყოფილებაა.
„ჩვენ მოხარულები ვართ BMW Motorrad-ის ბრენდის საქართველოში წარდგენით და დარწმუნებული ვართ, რომ GT Motors-თან პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილება შევქმნათ,“ – განაცხადა ფრედერიკ სტიკმა, BMW Motorrad-ის ევროპის რეგიონისა და იმპორტიორების ხელმძღვანელმა. „GT Motors-ის გამოცდილება და BMW ბრენდისადმი ერთგულება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ჩვენი პრემიუმ მოტორადების საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებისთვის.“
პარტნიორობა ადგილობრივ გამოცდილ ლიდერთან
GT Motors-ისა და BMW-ის თანამშრომლობის გამოცდილება უზრუნველყოფს შეუფერხებელ გაყიდვებსა და შემდგომი მომსახურების ხარისხიან გამოცდილებას BMW Motorrad-ის მომხმარებლებისთვის. პარტნიორობა დაეყრდნობა GT Motors-ის უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასა და მომხმარებელთა ქსელს, რაც მას საქართველოს ბაზარზე დამკვიდრების მხრივ გააძლიერებს.
BMW Motorrad-ი საქართველოს ბაზარს ეტაპობრივად შესთავაზებს:
- სპეციალიზებულ დილერების ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვებს, სერვისს და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს
- BMW Motorrad-ის მოდელების ფართო ასორტიმენტს, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე
- მომხმარებელთა მხარდაჭერისა და მოტორადის მართვის ტრენინგის სრულფასოვან პროგრამებს
GT Motors-თან ერთად საქართველოს ბაზარზე შესვლით, BMW Motorrad აგრძელებს თავისი პოზიციის გაძლიერებას პრემიუმ მოტორადების სეგმენტში. ბრენდი ერთგული რჩება ინოვაციების, ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების, რათა ქართველმა მოტომოყვარულებმა სრულად შეიგრძნონნ BMW Motorrad-ის ლეგენდარული მოდელების ნამდვილი ფასი და მათგან გამოწვეული ემოცია.
„BMW Motorrad ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, გამორჩეული თავისი მრავალფეროვანი მოდელებითა და ისტორიით. ჩვენთვის საამაყოა, რომ GT Motors-ს მიენიჭა განსაკუთრებული მისია – საქართველოს ბაზარზე შემოიყვანოს ესეთი გამორჩეულ ბრენდი. ჩვენი კომპანიისთვის ეს კიდევ ერთი სტრატეგიული მიღწევაა BMW Group-თან წარმატებული თანამშრომლობის გზაზე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პოზიციას ქართულ ბაზარზე,“ – განაცხადა თამუნა დიასამიძემ, BMW, MINI და BMW Motorrad-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა.
BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში
BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში უკვე გახსნილია. სხვადასხვა მოდელი უკვე ხელმისაწვდომია TesT Drive-ისთვის და შესაძენად მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 216.
დამატებითი სამედიცინო მასალისთვის BMW მოტოციკლეტებისა და BMW Motorrad-ის მართვის აღჭურვილობის შესახებ, იხილეთ: BMW Group PressClub.